კაცობრიობის კულტურის განვითარება წარმოუდგენელია დამწერლობის გარეშე. ცნობილია დამწერლობის სამი ძირითადი საფეხური: იდეოგრაფიული (იეროგლიფური), სილაბური ანუ მარცვლოვანი და ალფაბეტური, ანუ ანბანური. იდეოგრაფიული დამწერლობისგან უფრო ადრეული საფეხურის სახით ცალკე გამოყოფენ ჰიქტოგრაფიას,მაგრამ ის არ ასახავს ენის ბგერითს მხარეს და ამიტომ დამწერლობა
ქართველი ხალხი მუდამ ცდილობდა არ ჩამორჩენოდა კულტურული ცხოვრების ფერხულს, მაგრამ ისტორიული ძნელბედობა ყოველთვის როდი იძლეოდა ამის საშუალებას.
Mმაგრამ ქართული წიგნი გაცილებით დიდი ხნისაა და ის სტამბის გამოგონებამდე რამდენიმე საუკ
Pპირველად ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესწავლას ყურადღება ჟორდანიამ მიაქცია. 1884 წელს მან ჟურნალ ‘ივერიაში’ გამოაქვეყნა გამოკვლევა “მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი და ქართული სტამბის საქმე 18ე საუკუნეში” რომელშიც ძირითადად აღწერილია მოსკოვ
ძველი ქართული ხელნაწერების რაოდენობა ათასობით განისაზღვრება.მათი მოვლა-პატრონობისა და შესწავლისთვის დღემდე ბევრი რამ არის გაკეთებული მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია.ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავენ ისინი,რამდენ რამე
საძიებელი კვლავ ბევრია
ვეძიებდეთ და ვპოვებდეთ
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც დაცულია 10000-მდე ქართული ხელნაწერი წიგნი (V-XIX ს.ს) და 40000-მდე ქართული ისტორიული დოკუმენტი (X-XIX ს.ს), ინახება 4000 ხელნაწერი არაბულ, სპარსულ, სომხურ, ბერძნულ, ეთიოპურ, სირიულ, ებრაულ და სლავურ ენებზე. მათ შორისაა 300 თურქულენოვანი ხელნაწერი წიგნი, რომლებიც შეიცავენ 423 თხზულებას ოსმალურ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ და თურქმენულ ენებზე. აქვეა ერთი მონღოლური, შესრულებული ძველი უიღურული დამწერლობით.
თურქულენოვანი ხელნაწერები გამოირჩევა დარგობრივი მრავალფეროვნებით (ლიტერატურა, ისტორია, გრამატიკა, ლექსიკოგრაფია, ასტროლოგია, მედიცინა, რელიგია, სამართალი, ფილოსოფია ...) და ნუსხათა სიძველით.
გარდა მდიდრულად გამოფორმებული ხელნაწერი წიგნებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები: ოსმალეთის სულთნების სიგელები - ფირმანი, ბერათი, ჰუქმი, ნამე; ფაშების ბრძანებები (ბუირულდი), ყადების ხელმოწერით სასამართლო გადაწყვეტილებები (ჰუჯათი), არზა-ჰუქმები, საქმიანი წერილები, რელაციები და სხვ.
პროექტი განხორციელდა თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო (თIKA)-ს მხარდაჭერით.
გამოფენის ფარგლებში დაიბეჭდა ღია ბარათების კრებული "თურქული ხელნაწერები". კრებულში თავმოყრილია 16 ფოტო მინაწერებით ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ასევე გამოიცა გამოფენის სამენოვანი გზამკვლევი, სადაც მოცემულია ზოგადი ინფორმაცია თურქულენოვანი წერილობითი ძეგლების შესახებ, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
No comments:
Post a Comment