Wednesday, March 18, 2009

ზოგადი ინფორმაცია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში. იგი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ.
აქ დაცული უნიკალური კოლექცია მრავალ დარგსა და სფეროს მოიცვს: ისტორია, გეოგრაფია, მოგზაურობა, სამართალი, ლექსიკონები, სამკურნალო წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, ბიბლიური ტექსტები, აგიოგრაფია, საეკლესიო სამართალი, ფილოსოფია, ასტროლოგია, მათემატიკა, სამხედრო და სხვა.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია:
V-XIX საუკუნეების 9.000-მდე ქართული (მათ შორის 4.000-მდე უმნიშვნელოვანესი პალიმფსესტური ფურცელიც) და 4.000-მდე უცხოური (არაბული, სპარსული, თუქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) ხელნაწერი;
X-XIX საუკუნეების 40.000-მდე ქართული და 5.000-მდე უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპარსული და თურქული დოკუმენტები, მათ შორის კი შაჰის ფირმანები, ოქმები...
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა არქივები. აქვეა დაცული გრიგოლ წერეთლის სრულიად უნიკალური პაპირუსთა კოლექციაც.
საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერთა და ისტორიულ დოკუმენტთა ფოტოასლები და მიკროფირები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ათონის ივირონის მონასტრის, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრისა და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ქართულ ხელნაწერთა ფოტოპირები.
ცენტრს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა გააჩნია, სადაც რარიტეტული და უახლესი ქართული და უცხოური გამოცემების გვერდით ინახება ძველნაბეჭდი წიგნების ძვირფასი კოლექცია, მათ შორის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629) და ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709), დავითნი (1711), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პირველი გამოცემა (1712) და სხვ. ბიბლიოთეკის ძირითად ფონდებში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 60.000-მდე ქართული თუ უცხოენოვანი წიგნი.
ცენტრში ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები. აქვეა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების, ჟურნალ "ბედი ქართლისას" დამაარსებლების კალისტრატე და ნინო სალიების სახელობის კაბინეტი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარმოადგენს. ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოსა და უცხოეთის საცავებში დაცული ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და პირადი არქივების აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.
ცენტრში ფუნქციონირებს რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატოტიები.
ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუბა კუდავა

Monday, March 9, 2009

ძველი ქართული ხელნაწერები






















კაცობრიობის კულტურის განვითარება წარმოუდგენელია დამწერლობის გარეშე. ცნობილია დამწერლობის სამი ძირითადი საფეხური: იდეოგრაფიული (იეროგლიფური), სილაბური ანუ მარცვლოვანი და ალფაბეტური, ანუ ანბანური. იდეოგრაფიული დ
ამწერლობისგან უფრო ადრეული საფეხურის სახით ცალკე გამოყოფენ ჰიქტოგრაფიას,მაგრამ ის არ ასახავს ენის ბგერითს მხარეს და ამიტომ დამწერლობა მხოლოდ პირობიად შეიძლება ეწოდოს. ჰიქტოგრაფია გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით, რომლის”წაკითხვა” შეიძლება ნებისმიერ ენაზე.ხშირად ცალკე გამოყოფენ აგრეთვე ლოგოგრაფიულ-სილაბურ ანუ სიტყვიერ-მარცვლოვან დამწერლობას,რომელიც გარდამავალი საფეხურია იდეოგრაფიულსა და სილაბურს შორის.ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა იყო ძველად და დღესაც იხმარება ჩინეთში.
ქართველი ხალ
ი მუდამ ცდილობდა არ ჩამორჩენოდა კულტურული ცხოვრების ფერხულს, მაგრამ ისტორიული ძნელბედობა ყოველთვის როდი იძლეოდა ამის საშუალებას. პირველმა ქართულმა ნაბეჭდმა წიგნმა ევროპასთან შედარებით თითქმის ორასი წელი დააგვიანა, მაგრამ ეს მოხდა მაინც საკმაოდ დიდი ხნის წინათ 1629 წელს.მაშასადამე უკვე გავიდა 350 წელი პირველი ქართული წიგნის გადმოცემიდან.ეს ჩვენი კულტურის ისტორიაში ფრიად მნიშნელოვანი თარიღია.პირველი ქართული წიგნები-“ქართული ანბანი” და”ქართულ-იტალიური ლექსიკონი”__რომში დაიბეჭდა,საქართველოში კი პირველი სტამბა 19ე საუკუნის დამდეგს გამართეს და აქ 1709 წელს აბეჭდეს ‘სახარება’ ‘დავითნი’ და ‘სამოციქულო’ 1712 წელს კი ‘ვეფხისტყაოსანი’ ამრიგად ,პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემის 350 წლისთავს ემთხვევა აგრეთვე მეორე საიუბილეო თარიღი __270 წლისთავი თბილისში პირველ მუშაკთა და მესვეურთა სახელებს არასოდეს დაივიწყებს ქართველი ხალხი.
Mმაგრამ ქართული წიგნი გაცილებით დიდი ხნისაა და ის სტამბის გამოგონებამდე რამდენიმე საუკ
უნით ადრეც არსებობდა ეს იყო ხელით გადაწერილი ,ხელნაწერი წიგნი. Mმისი შექმნა რამდენიმე პირის ხანგრძლივ შრომას მოითხოვდა. ერთი გადაწერდა ,მეორე მოხატავდა,მესამე აკინძავდა და ყდაში ჩასვამდა. იშვიათად იყვნენ ისეთებიც ,რომელთაც ყველა ეს ხელობა ემარჯვებოდათ.იმ დროს წერა-კითხვა ცოტა ვინმემ იცოდა,საწერი ფასობდა და მის შესაქმნელად ხარჯის გაღება ან მისი შეძენა მხოლოდ მდიდარსა და წარჩინებულს შეეძლო .ქართულ ხელნაწერ წიგნს ყოველთვის ჰყავდა თავისი მოამაგენი; კარი გადამწერები ანუ კალიგრაფები მომხატველ-შემამკობელნი;შემმოსელნი;ანუ ამკინძველნი და ყდაში ჩამსმელნი. ბევრი მათგანის სახელი შემოგვენახა მათი ნაამაგევი წიგნების გადაწერისას კალიგრაფიის ანდერძ-მინაწერებში.
Pპირველად ქარ
თული წიგნის ბეჭდვის ისტორიის შესწავლას ყურადღება ჟორდანიამ მიაქცია. 1884 წელს მან ჟურნალ ‘ივერიაში’ გამოაქვეყნა გამოკვლევა “მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი და ქართული სტამბის საქმე 18ე საუკუნეში” რომელშიც ძირითადად აღწერილია მოსკოვის ახლოს,დაბა ვსესვიატოვსკში მოქმედი ქართული სტამბის ისტორია და მისი ერთ-ერთი დამაარსებლის იოსებ თამაზის ძის ქვაბულიძის შემდეგ სამებლად წოდებულის ბიოგრაფიული მომენტები.
ძველი ქართული ხელნაწერების რაოდენობა ათასობით განისაზღვრება.მათი მოვლა-პატრონობისა და შესწავლისთვის დღემდე ბევრი რამ არის გაკეთებული მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია.ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავენ ისინი,რამდენ რამე
ს გაუმხელენ მომავალში იმათ ვინც ამ ფერმკრთალ ფურცლებს დააკვირდება და ახლოს გაეცნობა
საძიებელი კვლავ ბევრია
ვეძიებდეთ და ვპოვებდეთ


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც დაცულია 10000-მდე ქართული ხელნაწერი წიგნი (V-XIX ს.ს) და 40000-მდე ქართული ისტორიული დოკუმენტი (X-XIX ს.ს), ინახება 4000 ხელნაწერი არაბულ, სპარსულ, სომხურ, ბერძნულ, ეთიოპურ, სირიულ, ებრაულ და სლავურ ენებზე. მათ შორისაა 300 თურქულენოვანი ხელნაწერი წიგნი, რომლებიც შეიცავენ 423 თხზულებას ოსმალურ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ და თურქმენულ ენებზე. აქვეა ერთი მონღოლური, შესრულებული ძველი უიღურული დამწერლობით.

თურქულენოვანი ხელნაწერები გამოირჩევა დარგობრივი მრავალფეროვნებით (ლიტერატურა, ისტორია, გრამატიკა, ლექსიკოგრაფია, ასტროლოგია, მედიცინა, რელიგია, სამართალი, ფილოსოფია ...) და ნუსხათა სიძველით.
გარდა მდიდრულად გამოფორმებული ხელნაწერი წიგნებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები: ოსმალეთის სულთნების სიგელები - ფირმანი, ბერათი, ჰუქმი, ნამე; ფაშების ბრძანებები (ბუირულდი), ყადების ხელმოწერით სასამართლო გადაწყვეტილებები (ჰუჯათი), არზა-ჰუქმები, საქმიანი წერილები, რელაციები და სხვ.
პროექტი განხორციელდა თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო (თIKA)-ს მხარდაჭერით.
გამოფენის ფარგლებში დაიბეჭდა ღია ბარათების კრებული "თურქული ხელნაწერები". კრებულში თავმოყრილია 16 ფოტო მინაწერებით ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ასევე გამოიცა გამოფენის სამენოვანი გზამკვლევი, სადაც მოცემულია ზოგადი ინფორმაცია თურქულენოვანი წერილობითი ძეგლების შესახებ, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ